Accessibility links

ბაქოში იწყება ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი


ბაქოში დღეს ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი იხსნება, რომელზეც ირანის, პაკისტანის, ავღანეთისა და თურქეთის ლიდერებს ელოდებიან. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა განაცხადა, რომ სამიტზე იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა უკეთესად გამოიყენონ რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი. მოელიან, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ამ სამიტზე 10 წევრი ქვეყანა მიიღებს ”ბაქოს დეკლარაციას”, რომლითაც მომავალი თანამშრომლობის პრინციპები განისაზღვრება. ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები არიან: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ავღანეთი, ირანი, პაკისტანი და თურქეთი.
XS
SM
MD
LG