Accessibility links

ჰილარი კლინტონმა პასუხისმგებლობა აიღო ლიბიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის უსაფრთხოების საკითხზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ორშაბათს განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას იღებს ლიბიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის უსაფრთხოების არასაკმარისად უზრუნველყოფაზე. სექტემბერში ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა განხორციელდა, რომლის დროსაც დაიღუპა აშშ-ის ელჩი და აშშ-ის კიდევ სამი მოქალაქე. ”სი-ენ-ენ”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მის მოვალეობებში შედის უცხოეთში ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კლინტონმა აგრეთვე დააზუსტა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ მონაწილეობდნენ ბენღაზიში არსებული დიპლომატიური მისიის დაცვის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებაში. მოელიან, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატებზე ობამას ბენღაზიში მომხდარზეც დაუსვამენ შეკითხვას. პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა მიტ რომნიმ განაცხადა, რომ ბენღაზის ინციდენტმა ახლანდელი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის სისუსტე დაადასტურა. რომნიმ აშშ-ის მთავრობა ბენღაზიში მომხდარზე ინფორმაციის დამახინჯებაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG