Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვისათვის ემზადება


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარ ვიდეო-ბლოგში სამშაბათს განაცხადა, რომ მისი მთავრობა ამ თვეში განიხილავს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვას ითვალისწინებს. მედვედევის თანახმად, გარდა იმისა, რომე შეიზღუდება ის ადგილები, სადაც დასაშვები იქნება თამბაქოს მოწევა, კანონპროექტის თანახმად აიკრძალება ასევე „თამბაქოს ნებისმიერი სახის პროდუქციის რეკლამა და მნიშვნელოვნად გაიზარდება თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების გადასახადი“. ახალი კანონპროექტის თანახმად 2015 წლამდე თანდათანობით აიკრძალება მოწევა ბავშვების სათამაშო მოედნებზე, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ადმინისტრაციულ შენობებში, ასევე კაფეებსა და რესტორნებში. გაზაფხულზე აღნიშნული საკანონმდებლო აქტი განსახილველად სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატას გაეგზავნება.
XS
SM
MD
LG