Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ჯალალაბადში ოპოზიციის ლიდერების განთავისუფლებას ითხოვენ


ყირგიზეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ჯალალაბადში 1500-მდე კაცი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე, რომლის მონაწილეები პარლამენტის სამი ოპოზიციონერი დეპუტატის განთავისუფლებას მოითხოვდნენ. ატა-იურტის (მანულის) პარტიის ლიდერები კამჩიბეკ ტაშიევი, სადირ ჯაფაროვი და ტალანტ მამიტოვი ბიშკეკში 3 ოქტომბერს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და არეულობის გამომწვევი მიტინგის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. ყირგიზეთიდან მიღებული ცნობებით, დაპატიმრებულ ოპოზიციონერთა განთავისუფლების მოთხოვნით ჯალალაბადში გამართულ საპროტესტო აქციაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილე კამილა ტალიევა და ოპოზიციური ყირგიზეთის ერთიანობის პარტიის ლიდერი ადახან მადუმაროვიც მონაწილეობდნენ. როგორც ყირგიზეთის სახალხო დამცველმა ტურსუნბეკ აკუნმა უთხრა რადიო თავისუფლებას, იგი ქვეყნის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს შეხვდა, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა, შეიწყალოს პოლიტიკოსები, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც „სასამართლო გაიმართება და ისინი მიიღებენ იმ სასჯელს, რასაც იმსახურებენ.“
XS
SM
MD
LG