Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადოვან კარაჯიჩი ამბობს, რომ იგი ჯილდოს იმსახურებს


ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი დღეს ჰააგის ტრიბუნალზე თავისი უდანაშაულობის მტკიცების პროცესს შეუდგა. ჰააგის ომის დანაშაულთა ტრიბუნალმა რადოვან კარაჯიჩი დამნაშავედ სცნო გენოციდსა და სხვა სისასტიკეში. კარაჯიჩი, რომელიც დამნაშავედ არის ცნობილი 1995 წელს სრებრენიცაში 8000-მდე მამაკაცის დახოცვაში, თავს უდანაშაულოდ აცხადებს. თუმცა, კარაჯიჩმა სასამართლოზე განაცხადა, რომ დადანაშაულების ნაცვლად, იგი ჯილდოს იმსახურებს.
„მე რადოვან კარაჯიჩი ვარ. მე ვარ მედიცინის დოქტორი, ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, ანალიტიკოსი და მწერალი. ჩვენ სამოქალაქო ომში მომხდარი მოვლენებში დადანაშაულების ნაცვლად, მე ჯილდოს ვიმსახურებ და გეტყვით რატომაც: იმიტომ, რომ გავაკეთე ყველაფერი, რაც ადამიანის ძალებშია, რათა ომი თავიდან ამეცილებინა.“
რადოვან კარაჯიჩის საქმეზე სასამართლო პროცესი 2009 წელს დაიწყო. მიმდინარე წლის სექტემბერში გაეროს სასამართლომ უარი უთხრა კარაჯიჩს ახალი სასამართლო პროცესის ჩატარებაზე. კარაჯიჩმა პროკურორები მისი გამამართლებელი მტკიცებულებების მოპოვების დაგვიანების გამო. კარაჯიჩი 2008 წელს დააკავეს.
XS
SM
MD
LG