Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელმა მეამბოხეებმა უკრაინელი ჟურნალისტი გაიტაცეს


უკრაინა აცხადებს, რომ ომში ჩაფლულ სირიაში მეამბოხეებმა ქალი ჟურნალისტი გაიტაცეს. ამის თაობაზე ნათქვამია, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის წერილობით განცხადებაში, რომელშიც აღნიშულია, რომ ანკარ კოჩნევა სირიაში რუსულენოვანი ტელევიზიაში მუშაობდა და ორიოდე დღის წინ გაუჩინარდა. იანუკოვიჩი აცხადებს, რომ მან დაავალა ოფიციალურ სტრუქტურებს გამოიძიონ საქმე და დაიცვან 40 წლის ქალის უფლებები. ოლექსანდრ დიკუსაროვმა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს საქმიანობა კოჩნევას გასათავისუფლებლად. იუწყებიან, რომ გატაცებული ჟურნალისტი 12-13 ოქტომბერს დაუკავშირდა მის კოლეგებს ტელევიზიის გადამღები ჯგუფიდან და უთხრა, რომ 9 ოქტომბერს გაიტაცეს სირიის განმათავისუფლებელი არმიის წევრებმა, რომლებიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.
XS
SM
MD
LG