Accessibility links

logo-print

ჭიათურელმა მაღაროელებმა არ მიიღეს შეთავაზებული წინადადება


"ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციის შენობასთან მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსი“ იუწყება "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალურ დირექტორსა და მაღაროელებს შორის მოლაპარაკებები არ შედგა. ადმინისტრაციამ გაფიცულ მაღაროელებს პრემიების 10%-ით გაზრდა შესთავაზა, რის გამოც მუშებმა პროტესტის ნიშნად მოლაპარაკების ადგილი დატოვეს. მათი თქმით, აღნიშნული შეთავაზება დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია, რადგან მუშაობა დაბალი ანაზღაურების გამო ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ. თანამშრომლები მაღაროებში მუშაობას მანამდე არ გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. კოალიცია "ქართული ოცნების" ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მალხაზ წერეთლის თქმით, ხელფასების ოდენობა კომპანიაში 200-750 ლარის ფარგლებში მერყეობს. მისი თქმით, თანამშრომლები უმძიმეს პირობებში მუშაობენ, არ არის ვენტილაცია და მუშებს ძირითადად, წყალში უწევთ დგომა
XS
SM
MD
LG