Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ბრალდებები წაუყენეს პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირებს


რუსეთში ბრალდებები წაუყენეს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილ ხუთ პირს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მან დაასრულა გამოძიება ხუთი ბრალდებულის წინააღმდეგ. ესენი არიან ძმები რუსტამ, იბრაგიმ და ჯაბრაილ მახმუდოვები, სერგეი ხაჯიკურბანოვი და ლომ-ალი გაიტუკაევი. მათ წაყენებული აქვთ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ ფლობის ბრალდებები. პოლიტკოვსკაია, რომელმაც სახელი გაითქვა კრემლის პოლიტიკის მიმართ კრიტიკული პუბლიკაციებით, 2009 წელს მოკლეს მოსკოვში, თავისივე სახლის ლიფტთან.
XS
SM
MD
LG