Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი სიმამაცის მედალს მიანიჭებს დაჭრილ გოგონას


პაკისტანი აცხადებს, რომ სიმამაცის მედალს ანიჭებს 14 წლის მალალა იუსაფზაის, რომელსაც გასულ კვირაში თავში ესროლეს თალიბანის თავდასხმისას, მალალას მიერ გოგონების განათლების უფლების დაცვის გამო. პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა რეჰმან მალიკმა გამოაცხადა აგრეთვე, რომ მილიონ დოლარს აწესებენ ჯილდოდ პაკისტანში მოქმედი თალიბების წარმომადგენლის, ეჰსანულა ეჰსანის შეპყრობაზე - სწორედ ეჰსანიმ განაცხადა, რომ გოგონაზე თავდასხმა თალიბანმა მოაწყო და რომ ისევ აპირებს ამის გაკეთებას. მალალა იუსაფზაის ამჟამად ბრიტანეთში მკურნალობენ. მას საავადმყოფოში პოლიცია იცავს.
XS
SM
MD
LG