Accessibility links

logo-print

ჩატარდა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატთა მეორე დებატები


ნიუ იორკის შტატის ქალაქ ჰემპსტედში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა რესპუბლიკელმა მეტოქემ მიტ რომნიმ ჩაატარეს მეორე სატელევიზიო დებატები, სადაც ილაპარაკეს ეკონომიკის ზრდაზე და ამერიკის პოლიტიკაზე ახლო აღმოსავლეთში. წინა დებატებზე, რომელიც 3 ოქტომბერს გაიმართა, ობამა გააკრიტიკეს პასიურობის გამო. ახლა კი ის შეტევაზე გადავიდა და რომნის ბრალი დასდო მდიდრების ინტერესთა გატარებაში. რომნიმ კი, თავის მხრივ, ობამა ამერიკის ეკონომიკის არასაკმარისი გაჯანსაღებისათვის გააკრიტიკა და თქვა, რომ ობამას დროს სამუშაო ადგილები შემცირდა. კანდიდატებმა ასევე სცადეს პოლიტიკური ქულების დაწერა ბენღაზიში მომხდარი თავდასხმის განსხვავებული ინტერპრეტაციით. რომნიმ სცადა, ეს თავდასხმა წარმოეჩინა, როგორც ობამას საგარეო პოლიტიკის ზოგადი სისუსტე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში. ობამამ კი თქვა, რომ საბოლოოდ ის იყო პასუხისმგებელი ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოებისთვის და პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავე დაისჯებოდა. ამერიკელები პრეზიდენტს სამ კვირაში, 6 ნოემბერს აირჩევენ. ბოლო გამოკითხვებით, ორივე კანდიდატს გამარჯვების დაახლოებით თანაბარი შანსი აქვს.
XS
SM
MD
LG