Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიათურის ყველა მაღარომ და ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა


ჭიათურაში მუშაობა ყველა მაღარომ და ქარხანამ შეწყვიტა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჭიათურაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მალხაზ წერეთელმა განუცხადა. მისი თქმით, გაფიცვა გრძელდება მაღაროებმა და ქარხნებმა კი მუშაობა ადმინისტრაციის შენობასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ შეაჩერეს. აქციის მონაწილეები შეეცადნენ შენობაში შეჭრას, რის გამოც დაიმსხვრა შენობის მინები. აქციის მონაწილეები ხელფასების 100%-ით მომატებას ითხოვენ, თუმცა კომპანია მათ მხოლოდ ხელფასის 10%-ით მატება შესთავაზა.
XS
SM
MD
LG