Accessibility links

logo-print

ლიბიელ მეამბოხეებს ადანაშაულებენ მოწინააღმდეგეთა სიკვდილით დასჯაში


უფლებადამცველ ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ განცხადებით, ლიბიელმა მეამბოხეებმა, სავარაუდოდ, სიკვდილით დასაჯეს მუამარ კადაფის ერთგული მებრძოლები და თვით კადაფიც, ერთი წლის წინ მისი მშობლიური ქალაქის, სირტეს აღების შემდეგ. 50-გვერდიანი ანგარიშში, რომელიც მოიცავს ლიბიის ყოფილი ლიდერის მკვლელობის გარემოებების შესწავლის შედეგებს, ასახულია მისი ცხოვრების ბოლო საათების დეტალები, როცა ის 2011 წლის 20 ოქტომბერს ცდილობდა ალყაშემორტმული ქალაქიდან გაქცევას. „ჰუიმან რაითს უოჩის“ ცნობით, ანგარიში ეფუძნება მობილური ტელეფონებით ჩაწერილი ვიდეოკადრებისა და საუბრების გაანალიზებას. „ჰიუმან რაითს უოჩის“ წარმომადგენლის, პიტერ ბაკერტის განცხადებით, მეამბოხეებმა, როგორც ჩანს, ჯგუფურად სიკვდილით დასაჯეს, სულ ცოტა, 66 ადამიანი, რომელიც თან ახლა კადაფის. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ომის კანონებით, შეპყრობილი მეომრების დახოცვა სამხედრო დანაშაულია“.
XS
SM
MD
LG