Accessibility links

logo-print

თურქეთში მსხვერპლი მოჰყვა ჯარისკაცებსა და ქურთ მეამბოხეებს შორის შეტაკებას


თურქეთში წუხელ სამი ჯარისკაცი და სამი ქურთი მეამბოხე დაიღუპნენ ორ სამხედრო ობიქტზე მეამბოხეების თავდასხმისას. იერიშები მოეწყო ჩუკურჩასთან სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ჰაკარის პროვინციაში, ირანისა და ერაყის მოსაზღვრე მთიან რეგიონში. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, თავდასხმები ერთდროულად მოეწყო. ჩუკურჩას რაიონში აქამდეც არაერთხელ მომხდარა შეტაკება ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებთან. ქურთისტანის მუშათა პარტია, ანუ PKK, ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული თურქეთს, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანას.
XS
SM
MD
LG