Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში დააკავეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები


ყირგიზეთის უშიშროების ძალებმა დააკავეს ტერაქტების მზადებაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი. უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის განცხადებით, ჩატარდა ოპერაცია, რომლის დროსაც დააკავეს ხუთი ეჭვმიტანილი და ხელთ იგდეს იარაღის მომცრო არსენალი, ხელყუმბარებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად გამოსადეგი მასალის ჩათვლით. აღმოაჩინეს აგრეთვე „აკრძალული ლიტერატურა“ - ჩვეულებრივ ასე მოიხსენიებენ ხოლმე აკრძალული ისლამისტური ჯგუფების ტექსტებს. როგორც იუწყებიან, ხუთივე დაკავებული - ყირგიზეთის მოქალაქეა.
XS
SM
MD
LG