Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილი წარადგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის შესაბამისად, „შერჩეულ კანდიდატს აქვს 10-დღიანი ვადა, რათა მოხდეს მთავრობის სრული შემადგენლობის წარმოდგენა, მისი შემდგომი ნდობის მიღებისთვის ახლად არჩეულ პარლამენტში წარსადგენად". თვით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც მის პრესმდივანს დაევალა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება.
XS
SM
MD
LG