Accessibility links

logo-print

თელასის ყოფილი თანამშრომლები სამსახურში აღდგენას ითხოვენ


17 ოქტომბერს თელასის ყოფილმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს თბილისში, თელასის შენობასთან. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის სახელზე დაწერილ კოლექტიურ განცხადებაში მათ სამსახურში აღდგენა მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა თქმით, რამდენიმე თვის წინ თელასის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვა 125 თანამშრომელი. თელასის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის გენერალური დირექტორი აშოტ მანუკიანი აქციის მონაწილეთა მოთხოვნას შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გაეცნობა.

XS
SM
MD
LG