Accessibility links

logo-print

ბრაჰიმი შიშობს, რომ სირიის კონფლიქტი საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს


სირიის საკითხში გაეროს წარმომადგენლის, ლახდარ ბრაჰიმის შეფასებით, სირიის კონფლიქტი საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს. ბრაჰიმიმ სირიის მეზობელ ლიბანში ვიზიტისას განაცხადა, რომ სირიის კრიზისი არის „ძალიან, ძალიან რთული“ პროცესი, თუმცა, მისი აზრით, მაინც არსებობს მინიმალური შანსი, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას პერმანენტული ზავი მოჰყვება. ბრაჰიმის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, გაეროს კომისიამ გამოთქვა შეფასება, რომ უცხოელი ექსტრემისტები, რომლებიც ჩაერთნენ სირიის კონფლიქტში, ქმნიან ამ, 19 თვის წინ დაწყებული კონფლიქტის რადიკალიზაციის საფრთხეს. სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, პაულუ სერგიო პინეირო ამბობს, რომ ასობით უცხოელი შეიარაღებული პირი სირიაში იბრძვის არა „დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად“, არამედ საკუთარი მიზნებისათვის. კომისიის წევრების ცნობით, უცხოელ მებრძოლებთან საუბრის შედეგად გაირკვა, რომ სირიაში ჩასული არიან „11-მდე ქვეყნიდან“, მათ შორის სირიის მეზობელი ქვეყნებიდან.
XS
SM
MD
LG