Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უდალცოვი უარყოფს არეულობის დაგეგმვის ბრალდებას


რუსეთში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის, მათ შორის მოძრაობა ”მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორის, სერგეი უდალცოვის წინააღმდეგ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივნის, ვლადიმირ მარკინის განცხადებით, საქმე უკავშირდება დოკუმენტურ ფილმს „პროტესტის ანატომია - 2“. დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან მასობრივი არეულობის მზადებაში. რუსეთის ტელევიზია ენ-ტე-ვემ გასულ კვირაში აჩვენა ფილმი, რომლის ავტორებიც ირწმუნებიან, რომ უდალცოვი შეხვდა ქართველ პარლამენტარ გივი თარგამაძეს, მოსკოვში არეულობის დასაგეგმად. უდალცოვი ბრალდებებს უარყოფს: „ეს არის ხელისუფალთა შურისძიება ჩვენი აქტივობისთვის. ვთხოვ ყველა მოქალაქეს, ნუ გაჩუმდებიან და აღშფოთება გამოთქვან ამის გამო“. ამ მოწოდებით გამოვიდა უდალცოვი, როცა ის მოსკოვში, შინიდან მიჰყავდა პოლიციის შენაერთს. მასთან ერთად, ეჭვმიტანილებად დასახელებულებს შორის არიან ლეონიდ რაზვოზჟაევი და კონსტანტინ ლებედევი. ცნობების თანახმად, მათი ბინები იჩხრიკება. ცნობების თანახმად, ოპოზიციის ეს სამი ლიდერი 48 საათით დააკავეს.
XS
SM
MD
LG