Accessibility links

logo-print

ნატოს გენერალური მდივანი ქაბულში ჩავიდა


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ქაბულში ჩავიდა. ის ხელმძღვანელობს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციას. დელეგაციის წევრები შეხვდებიან ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის და ავღანეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრებს. ანდერს ფოგ რასმუსენმა ავღანეთის მედიას განუცხადა, რომ ”საერთაშორისო თანამეგობრობა მომავალშიც ერთგულად დაეხმარება ავღანეთს”. რასმუსენმა გამოთქვა რწმენა, რომ 2014 წლის ბოლოსთვის ავღანეთის უშიშროების ძალები შეძლებენ სრული პასუხისმგებლობის აღებას ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ნატო გააგრძელებს ავღანეთის უშიშროების ძალების წვრთნას. არსებული გეგმის თანახმად, ნატოს ძალები ავღანეთს 2014 წელს დატოვებენ.
XS
SM
MD
LG