Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 წლის ბანგლადეშელს ბრალად ედება ფედერალური ბანკის აფეთქების მცდელობა


ნიუ იორკის სასამართლოს წინაშე წარდგა 21 წლის ბანგლადეშელი ყუაზი ნაფისი, რომელსაც ბრალად ედება რეზერვების ფედერალური ბანკის აფეთქების მცდელობა. ნაფისი დააკავეს მაშინ, როცა ის დეტონატორად გადაკეთებული მობილური ტელეფონით ცდილობდა აეფეთქებინა ბანკის შენობასთან მდგომი 450 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი მანქანა. გამოძიების ფედერალური ბიურო ყუაზი ნაფისს აშშ-ში ჩასვლის დღიდან ადევნებდა თვალს. ის ქვეყანაში იანვარში სტუდენტური ვიზით შევიდა. იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ არსებული ინფორმაციით, ნაფისს კავშირი აქვს ტერორისტულ ქსელ ”ალ-ყაიდასთან”.
XS
SM
MD
LG