Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში უფლებადამცველები მოითხოვენ ქალის მოტაცებისთვის სასჯელის გამკაცრებას


30-მა ყირგიზმა უფლებადამცველმა ყირგიზეთის პარლამენტის პიკეტირება მოახდინა. ისინი ქალის მოტაცებისთვის სასჯელის გამკაცრებას მოითხოვენ. აქტივისტებმა აქციას უწოდეს ”155”, რადგან ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, ქალის მოტაცება ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ყირგიზეთის პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილების პროექტს, რომლითაც ქალის მოტაცებისთვის მაქსიმალური სასჯელი 7 წლამდე უნდა გაიზარდოს. უფლებადამცველთა თანახმად, ყოველ წელს ყირგიზეთში 10000-ზე მეტი ქალია მოტაცებისა და იძულებითი ქორწინების მსხვერპლი. გასულ თვეში ყირგიზეთში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომლის მიერ მოტაცებულმა ახალგაზრდა ქალმა თავი ჩამოიხრჩო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ყირგიზეთში ქალის მომტაცებელს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
XS
SM
MD
LG