Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს დელეგაცია ავღანეთს ეწვია


ავღანეთს ეწვია ნატოს დელეგაცია ალიანსის გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში შედიან ნატოში გადაწყვეტილებების მიმღები უმაღლესი ორგანოს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები. ალიანსის განცხადებით, დელეგაცია შეხვდება ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის და სხვა ოფიციალურ პირებს. როგორც რასმუსენმა ქაბულში უთხრა ავღანელ ჟურნალისტებს, საერთაშორისო თანამეგობრობა მომავალშიც მტკიცე მხარდაჭერას გაუწევს ავღანეთს. მან გამოთქვა აგრეთვე რწმენა, რომ ავღანეთის უშიშროების ძალები შეძლებენ, სრული პასუხისმგებლობა იკისრონ უსაფრთხოებაზე 2014 წლის მიწურულამდე, როცა ნატოს გეგმით, ავღანეთი უნდა დატოვონ მისმა ჯარებმა.
XS
SM
MD
LG