Accessibility links

იემენში მოკლეს ცხრა სავარაუდო ექსტრემისტი


იემენში უპილოტო თვითმფრინავით დაბომბვის შედეგად დაიღუპა ცხრა სავარაუდო ექსტრემისტი. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, იემენელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ საფრენი აპარატიდან, რომელიც სავარაუდოდ, ამერიკული იყო, რაკეტები დაუშინეს ალ-ყაიდის წევრობაში ეჭვმიტანილების ჯგუფს და ყველა მოკლეს. შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ რეგიონში უპილოტო თვითმფრინავებს იყენებს.
XS
SM
MD
LG