Accessibility links

logo-print

რუსეთში პატიმრობა ემუქრება ოპოზიციის აქტივისტ კონსტანტინ ლებედევს


რუსეთში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება ოპოზიციის აქტივისტ კონსტანტინ ლებედევს, რომელსაც ხუთშაბათს წაუყენეს მასობრივი არეულობების ორგანიზებისათვის შეთქმულების ბრალდება. ლებედევი არის „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორის, სერგეი უდალცოვის თანამშემწე. რუსეთის საგამოძიებო კომისიის პრესმდივნის, ვლადიმირ მარკინის განცხადებით, ლებედევი ბრალდებებს უარყოფს. ის ოთხშაბათს დააკავეს უდალცოვთან და კიდევ ერთ აქტივისტთან, ლეონიდ რაზვოზჟოევთან ერთად მას შემდეგ, რაც რუსეთის ტელეკომპანია ენ-ტე-ვემ აჩვენა დოკუმენტური ფილმი „პროტესტის ანატომია - 2“. მისი ავტორები ირწმუნებიან, რომ რუსი ოპოზიციონერები შეხვდნენ ქართველ პარლამენტარ გივი თარგამაძეს, მოსკოვში არეულობის დასაგეგმად. უდალცოვი ოთხშაბათს საღამოს გაათავისუფლეს გაუსვლელობის ხელწერილით. იმავე დღეს მოსკოვში გაჩხრიკეს დაკავებული ოპოზიციონერების ბინები.
XS
SM
MD
LG