Accessibility links

ბუქარესტში გაიმართა მიხეილ სააკაშვილისა და ტრაიან ბასესკუს შეხვედრა


ბუქარესტში გაიმართა საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტების შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია დღეს იუწყება, რომ პრეზიდენტებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრეს. მისივე ცნობით, ტრაიან ბასესკუმ აღნიშნა, რომ არჩევნებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა დემოკრატიული მმართველობის კურსი და რომ ქვეყანა იბრძვის პოლიტიკური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და დემოკრატიული პროცესების გასაღრმავებლად. რუმინეთის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს ნატოში საქართველოს გასაწევრიანებლად სრული მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.
XS
SM
MD
LG