Accessibility links

logo-print

გრიგოლ ვაშაძე: ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვია განსაკუთრებულ დროს


”ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვია განსაკუთრებულ დროს, როდესაც ხდება ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება”, - განაცხადა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ვაშაძემ. მისივე თქმით, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრისას ერთხმად აღნიშნეს, რომ საქართველოში აღარ არის არც პოსტსაბჭოთა და არც ახალგაზრდა დემოკრატია და ქვეყანაში ფუნქციონირებადი დემოკრატია ჩამოყალიბდა.
XS
SM
MD
LG