Accessibility links

საქართველოში იმყოფება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი


თბილისში იმყოფება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრების შემდეგ, ჯეიმს აპატურაიმ და გრიგოლ ვაშაძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ბრწყინვალე ტესტი იყო და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაბარებულია. ამასთან, აპატურაიმ აღნიშნა, რომ პროცესი არ დასრულებულა და უნდა გაგრძელდეს. ხელისუფლების გადაცემის პროცესს მთელი საერთაშორისო საზოგადოება თვალს ყურადღებით მიადევნებს - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. მისივე შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შედეგია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმებისა, რომელთა გაგრძელებაში ნატო ახალ ხელისუფლებასაც დაეხმარება. ამავე პრესკონფერენციაზე აპატურაიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ექნება სურვილი 2014 წლის შემდეგაც მიიღოს მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. ამ წუთებში ჯეიმს აპატურაი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს და კოალიცია ”ქართული ოცნების” სხვა ლიდერებს ხვდება.
XS
SM
MD
LG