Accessibility links

logo-print

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სთავაზობენ ხელფასის 25%-ით გაზრდას


ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სთავაზობენ ხელფასის 25%-ით გაზრდას. გაფიცვა მეხუთე დღეა გრძელდება, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისაგან" ხელფასების 100%-ით გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. დღეს კომპანიის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება გამართა კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა, რომლის თქმითაც, შეხვედრა ნაწილობრივ წარმატებით დასრულდა. ხიდაშელის თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაცია დათანხმდა ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც მაღაროელებს აქვთ, ხელფასის 100%-ით გაზრდის მოთხოვნის გარდა.
XS
SM
MD
LG