Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი სკოლებში თავსაფრის ტარების წინააღმდეგია


რუსეთის პრეზიდენტი სკოლებში გოგონების მიერ თავსაფრის ტარების წინააღმდეგია. ამ თემაზე თავის პირველ საჯარო გამოსვლაში, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სეკულარული სახელმწიფოა და იქ უნდა ყველა მოქალაქისთვის თანასწორი პირობები უნდა იყოს. პუტინის განცხადება მოჰყვა ინციდენტს სტავროპოლის რეგიონში, სადაც ერთი სკოლის დირექტორმა აუკრძალა მაჰმადიან გოგონებს სკოლაში თავსაბურავით სიარული. სკოლის დირექტორის თქმით, მას მომხდარის შემდეგ გოგონების მშობლები დაემუქრნენ. რუსეთის 143 მილიონი მოსახლიდან 20 მილიონი თავს მაჰმადიანად აცხადებს.
XS
SM
MD
LG