Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Twitter-ის ხელმძღვანელობამ გერმანიაში ულტრამემარჯვენე დაჯგუფების ინფორმაცია დაბლოკა


კომპანია ”ტვიტერის” ხელმძღვანელობამ გერმანიაში ულტრამემარჯვენე დაჯგუფების ”ტვიტები” დაბლოკა. ”ტვიტერის” ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ გერმანელი მომხმარებლებისათვის დახურა წვდომა ჯგუფ ”უკეთესი ჰანოვერის” ინფორმაციაზე, რომლის საქმიანობაც ჰანოვერის პოლიციამ აკრძალა - დანაშაულის მზადების ბრალდებით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ”ტვიტერმა” გამოიყენა ფუნქცია "Country Withheld Content", რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიას უკეთ გააკონტროლოს ამა თუ იმ ქვეყანაში აკრძალული ორგანიზაციოების მიერ გავცრელებული ინფორმაცია.
XS
SM
MD
LG