Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი სირიის თაობაზე მიმართვას უერთდება


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ შეუერთა სირიაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ გაკეთებულ მიმართვას, რომლის ინიციატორიც სირიაში გაეროს საერთაშორისო წარგზავნილი, ლაჰდარ ბრაჰიმია. პარასკევს დავუთოღლუმ მოუწოდა სირიის მთავრობისა და ოპოზიციის მომხრე ძალებს, რათა „აიდ ალ ადჰას“ ანუ დიდი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულის დღეებში მაინც შეიკავონ თავი შეწყვიტონ ძალადობისაგან. დავუთოღლუმ ისიც დასძინა, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა, დროა, სისხლისღვრა არა მხოლოდ დღესასწაულის დღეებში, არამედ საერთოდ შეწყვიტონ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამისკენ ნაბიჯი, პირველ ყოვლისა, უნდა გადადგას სირიის მთავრობამ „სასწრაფოდ და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“. მუსლიმთა წმინდა მსხვერპლშეწირვის დღესასწაული 26 ოქტომბრიდან იწყება და ოთხ დღეს გრძელდება.
XS
SM
MD
LG