Accessibility links

logo-print

ენერგეტიკა: აფეთქებამ კვლავ შეაფერხა ირანის ბუნებრივი გაზის თურქეთისთვის მიწოდება


თურქული მედიის ცნობით, აღმოსავლეთ თურქეთში ხუთშაბათს გვიან ღამით მომხდარმა აფეთქებამ, შეაფერხა ირანიდან ბუნებრივი აირის მიწოდება. ინციდენტი მოხდა აგრის პროვინციის ქალაქ ელესკირტის მახლობლად. თურქეთის ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლების თქმით, დაჭრილია 28 სამხედრო მოსამსახურე. ამ თვეში ეს აფეთქების შედეგად თურქული გაზსადენის დაზიანების ბოლო შემთხვევაა. 8 ოქტომბერს თურქეთის ხელისუფლებამ ქურთების შრომის პარტიის სეპარატისტული ჯგუფი დაადანაშაულა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გაზსადენის აფეთქებაში, რამაც შეაფერხა ირანული გაზის რეგიონისთვის მიწოდება. ეს მოხდა იმ გაზსადენის მოულოდნელი აფეთქებიდან ოთხ დღეში, რომელმაც აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის თურქეთისთვის მიწოდება შეაფერხა ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით.
XS
SM
MD
LG