Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თელასის" თანამშრომელთა ნაწილი კომერციული დირექტორის გადადგომას მოითხოვს


თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანიის "თელასის" მომსახურების ცენტრების თანამშრომელთა ნაწილმა კომპანიის მთავარ ოფისთან გამართა საპროტესტო აქცია ”თელასის” კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ გაფიცულია "თელასის" 15 ფილიალი. კომპანიის თანამშრომლები შრომის შესაბამის ანაზღაურებას მოითხოვენ, პროტესტს გამოთქვამენ კომპანიაში პოლიციური რეჟიმის გამო და ირწმუნებიან, რომ კონტროლიორებს აბობნენტების პირადი მონაცემების შეგროვებას ავალებენ. საპროტესტო აქციებს მეორე დღეა განაგრძობენ ”თელასიდან” ორი თვის წინ გათავისუფლებული თანამშრომლებიც. მათი განცხადებით, კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ზურაბ არსოშვილმა სამსახურიდან უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით დაითხოვა 150-მდე ადამიანი და ისინი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორებით და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებით შეცვალა. ”თელასის” ყოფილმა თანამშრომლებმა სამართლიანობის და უფლებების აღდგენის თხოვნით დღეს წერილობით მიმართეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს.
XS
SM
MD
LG