Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მედიის ადვოკატირებისთვის” ახალ მთავრობას სთავაზობს მედიაგარემოს შესახებ პროექტს


კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისთვის,” რომელიც 12 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, საქართველოში მედიაგარემოს გასაუმჯობესებლად წელიწადზე მეტი ხნის წინ შემუშავებულ პროექტებს ამჯერად ქვეყნის ახალ მთავრობას და პარლამენტს სთავაზობს. კოალიციის წინადადებებს შორისაა საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ მაუწყებლად ჩამოყალიბება და განვითარება, Must Carry-ის Must Offer-ის რეგულირება მაუწყებლობის კანონით, აჭარის ტელევიზიის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა, ინფორმაციის თავისუფლება და ხელმისაწვდომობა, საჯარო პირების და საჯარო დაწესებულებების მხრიდან მედიასთან ურთიერთობის სტანდარტების შეცვლა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესის და ფუნქციების გადახედვა და სასამართლოებში ვიდეო და აუდიოჩაწერის დაშვება. კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისთვის" აუცილებლად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეამოწმოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა და შედეგები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას. კოალიციას იმედი აქვს, რომ მედიაგარემოს გასაუმჯობესებლად პარლამენტის და მთავრობის ახალი შემადგენლობა არასამთავრობო სექტორთან აქტიურად ითანამშრომლებს.
XS
SM
MD
LG