Accessibility links

logo-print

რუმინეთიდან დაბრუნდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი


რუმინეთიდან საქართველოში დაბრუნდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბუქარესტში მონაწილეობდა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესში. გასულ საღამოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თბილისში დაბრუნება დაგეგმილ დროს ვერ შეძლო, რადგან პრეზიდენტის თვითმფრინავი ბუქარესტის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ დაახლოებით 10 წუთში უკან დაბრუნდა და იძულებით დაეშვა ტექნიკური ხარვეზის გამო. ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტის პრესმდივანმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავის შემოწმებას რაიმე ტექნიკური ხარვეზები არ გამოუვლენია.
XS
SM
MD
LG