Accessibility links

logo-print

ევროზონაში შეიქმნება ბანკების საერთო სამეთვალყურეო მექანიზმი


ევროკავშირის ლიდერებმა ბრუსელში გამართულ სამიტზე მიმართეს ზომებს ევროზონის წევრ ქვეყნებში მოქმედი ბანკების სამეთვალყურეო მექანიზმის შექმნასთან დასაახლოებლად. თუმცა მექანიზმის დეტალები ჯერ გაურკვეველი რჩება. სტრუქტურას უხელმძღვანელებს ევროპის ცენტრალური ბანკი და მიზნად სახელდება საბანკო კავშირის შექმნა. ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერის, ჰერმან ვან რუმპეს განცხადებით, მექანიზმი ხელს შეუწყობს ბანკების მოქმედებასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და მათი გავრცელების თავიდან აცილებას. ვან რუმპემ განაცხადა აგრეთვე, რომ 1 იანვრამდე დასრულდება სამართლებრივ ჩარჩოზე მუშაობა და ბანკების სამეთვალყურეო მექანიზმი 2013 წელს, მოგვიანებით შეძლებს ამოქმედებას.
XS
SM
MD
LG