Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დაჭრილი გოგონა ისევ ფეხზეა


ბრიტანელი ექიმები, რომლებიც მკურნალობენ პაკისტანში თალიბანის თავდასხმისას დაჭრილ 14 წლის გოგონას, მალალა იუსუფზაის, ამბობენ, რომ გოგონა პირველად წამოდგა მასზე თავდასხმის შემდეგ. ქალაქ ბირმინგემში მდებარე კლინიკის სამედიცინო დირექტორის, დევიდ როსერის განმარტებით, გოგონას ლაპარაკში ხელს უშლის ჭრილობების გამო ჩადგმული სასუნთქი მილი, მაგრამ წერილობით ახერხებს კომუნიკაციას. მალალა, რომელიც გოგონების განათლების უფლების დამცველი აქტივისტია, გასულ კვირაში, თავის არეში დაჭრეს თალიბანის თავდასხმისას. პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჯილდოს სახით 1 მლნ დოლარია დაწესებული თალიბანის წარმომადგენლის, ეჰსანულა ეჰსანის შეპყრობაზე. სწორედ ეჰსანიმ გამოაცხადა, რომ მალალაზე თავდასხმა თალიბანმა მოაწყო და რომ ისევ შეეცდებიან მის მოკვლას.
XS
SM
MD
LG