Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეირუთში აფეთქებამ შეიწირა, სულ ცოტა, რვა ადამიანი


ლიბანის დედაქალაქის ცენტრში პარასკევს მოხდა ძლიერი აფეთქება, რომლის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, რვა და დაიჭრა 80-მდე ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის არის დაზვერვის უწყების მაღალი რანგის თანამშრომელი. ბეირუთში პარასკევის აფეთქების მიზეზი ნათელი არ არის, მაგრამ მის ფონს ქმნის მეზობელ სირიაში კონფლიქტი, რომელიც, შიშობენ, რომ შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებზეც გავრცელდეს. სირიის კონფლიქტი ლიბანში იწვევს პოლიტიკურ პარტიებსა და რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას. ზოგი ემხრობა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს, ზოგი კი მის ოპონენტებს.
XS
SM
MD
LG