Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ავტოკატასტროფას 21 ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე 21 კაცი დაიღუპა ავტობუსის გადავარდნისა და ავარიის შედეგად სამხრეთ-დასავლეთ ირანის ერთ-ერთ ხეობაში. ირანული საინფორმაციო საშუალებების თანახმად, ავტოკატასტროფა პარასკევს მოხდა ხუზესტანის პროვინციაში. პროვინციის პოლიციის მაღალჩინოსნის, პოლკოვნიკ მოჰამედ რეზა მოჰამედის ცნობით, ავტობუსის მძღოლმა დაკარგა მართვის კონტროლი, წვიმიან ამინდში ავტოსატრანსპორტო საშუალების დიდი სიჩქარით მართვის გამო. ავარიის შედეგად დაშავდა 19 მგზავრი, რომლებიც ჰოსპიტალში გადიან მკურნალობას.
XS
SM
MD
LG