Accessibility links

logo-print

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაწყვიტა კონტრაქტი ტელეკომპანია „პიკთან“


რუსულენოვანი ტელეკომპანია PIK-ი („პირველი საინფორმაციო კავკასიური“) სატელიტიდან გაურკვეველი ვადით გაითიშა. ამის მიზეზი გახდა ტელეკომპანიის დამკვეთის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომელიც PIK-ის თანამშრომელთა მიერ გასულ კვირაში მოწყობილ საპროტესტო აქციასა და არხის ხელმძღვანელობის არასანქცირებულ ქმედებას მოჰყვა. ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ჭანტურია საგანგებო განცხადებაში, რომელიც 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა. PIK-ის სიგნალის არასანქცირებულმა გაშვებამ იმ სატელიტზე, რომელთანაც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა, გიორგი ჭანტურიას განცხადებით, შესაძლოა არხს „გაუთვალისწინებელი ხარჯები“ დააკისროს. ამჟამად „პიკ“-ის გენერალური დირექტორის თხოვნით, კომპანიის პარტნიორებთან შეთანხმებით, შეჩერებულია მაუწყებელსა და „პიკს“ შორის არსებული ხელშეკრულებები, – ნათქვამია გიორგი ჭანტურიას განცხადებაში. ურთიერთობის გაწყვეტას ადასტურებს PIK-ის ხელმძღვანელობა, თუმცა, გენერალური დირექტორი ეკატერინე კოტრიკაძე არ იზიარებს გიორგი ჭანტურიას პრეტენზიებს. "ჩვენ ოფიციალურ, დამოუკიდებელ აუდიტს ვითხოვთ, რათა გაირკვეს პირობის რა მუხლები დავარღვიეთ და რას გვაბრალებენ. თუ რამე პრობლემები იყო რატომ ადრე არ გაგვაგებინეს?", - განაცხადა ეკატერინე კოტრიკაძემ ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" საუბარში. შესაბამისად, უცნობია, თუ რა ბედის ტელეკომპანია PIK-ს და რა ფორმით გააგრძელებს მაუწყებლობას „პირველი საინფორმაციო კავკასიური“, რომელიც, ეთერში 2011 წლის 25 იანვარს გავიდა.
XS
SM
MD
LG