Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაჰიმი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


გაეროსა და საეთაშორისო საზოგადოების შუამავალი ლახდარ ბრაჰიმი დამასკში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვალიდ ალ მუალემს შეხვდა. მოლაპარაკების საგანი იყო მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადა და მეამბოხეთა შორის. უცნობია, თუ რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკებები. სირია ფრთხილად ეკიდება ბრაჰიმის წინადადებას, რადგან დამასკს სურს გარანტიის მიღება, რომ მეამბოხეებიც ადეკვატურად უპასუხებენ სირიის არმიის მსგავს ნაბიჯს. ცოტა ხნის წინ, ბრაჰიმიმ, გაეროსა და არაბული ლიგის წარგზავნილმა წამოაყენა წინადადება, რათა მუსლიმანთა წმინდა დღესასწაულის „დიდი მსხვერპლშეწირვის“ დღეებში, რომელიც 26 ოქტომბერს იწყება, დაპირისპირებულმა მხარეებმა დროებით შეწყვიტონ ძალადობა და საბრძოლო მოქმედებები. სირიაში შეტაკებები 20 თვის განმავლობაში გრძელდება. დამასკში მყოფი ბრაჰიმი ოფიციალური პირების გარდა, სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
XS
SM
MD
LG