Accessibility links

აშშ გმობს „შემზარავ“ თავდასხმას ლიბანში


თეთრი სახლი „უმკაცრესად“ გმობს ტერორისტულ თავდასხმას ბეირუთში, რასაც უშიშროების უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელისა და კიდევ შვიდი პირის დაღუპვა მოჰყვა. საგანგებო განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ტომი ვიტორმა გააკეთა, გამოთქმულია აშშ-ის მზადყოფნა დაეხმაროს ლიბანის მთავრობას, რათა სასამართლოს წინაშე წარსდგნენ ამ „ბარბაროსული თავდასხმის“ მონაწილენი. პარასკევს ბეირუთში მომხდარ თავდასხმაში ლიბანის უშიშროების სამსახურის დაზვერვის თავკაცი გენერალი ვისამ ალ ჰასანი დაიღუპა. დაღუპული გენერალი ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობაში სირიისა და ჰიზბოლას შესაძლო კავშირებს იძიებდა. ლიბანის ოპოზიცია გენერალ ჰასანის მკვლელობაში პასუხისმგებლობას ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიკატის აკისრებს და მთავრობის გადადგომას ითხოვს.
XS
SM
MD
LG