Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიპყრეს კადაფის ოფიციალური წარმომადგენელი მუსა იბრაჰიმი


ლიბიის დიქტატორის მოამარ კადაფის დაღუპვის წლისთავზე სპეცსამსახურებმა დამხობილი ლიდერის ოფიციალური წარმომადგენელი მუსა იბრაჰიმი დააკავეს. ლიბიის მთავრობის ინფორმაციით იბრაჰიმი დედაქალაქიდან სამხრეთით მდებარე ქალაქ ტარჰუნაში შეიპყრეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ იბრაჰიმი ტრიპოლიში ჩაიყვანეს დაკითხვაზე. იბრაჰიმი კადაფის ოფიციალური წარმომადგენელი იყო სამოქალაქო ომის ერთი წლის განმავლობაში. მისი ადგილსამყოფელი 2011 წლის აგვისტოდან, ტრიპოლის დაცემის შემდეგ უცნობი იყო. შაბათს ერთი წელი შესრულდა მოამარ კადაფის შეპყრობისა და დაღუპვის შემდეგ მის მშობლიურ ქალაქ სირტეში.
XS
SM
MD
LG