Accessibility links

პარლამენტის სხდომა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვით გაიხსნა


საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგა. ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს პირველ საზეიმო სხდომას ახლად არჩეული დეპუტატების გარდა ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უფლებამოსილება შეწყვეტილი მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაპილომატიური მისიების წარმომადგენლები. პარლამენტის შენობაში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია, რომლებიც დარბაზში გვერდიგვერდ ისხდნენ. ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომა გახსნა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის გამოსვლის დასაწყისში დარბაზში მცირე ხნით გაითიშა მიკროფონები. „ეს იქნება უფრო დაბალანსებული პარლამენტი, ვიდრე წინ მოწვევის საკანონმდებლო ორგანო იყო, რადგან ზოგირთმა იმ დეპუტატმა, რომლებმაც დღეს ამ დარბაზში სხედხართ, მაშინ მანდატებზე უარი თქვით, “ -- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ "რთული და უხამსი" წინასაარჩევნო დაპირისპირების და პოლიტიკურ შეხედულბებში ფუნდამენტური განსხვავების მიუხედავად, პარლამენტში გამარჯვებული ძალები შეძლებენ კონსტრუქციულ საქართველოს საკეთილდღეოდ. "არ გავებათ ოკუპანტის მიერ დაგებულ არც ერთ ხაფანგშიო", - ურჩია სააკაშვილმა უმრავლესობას. პარლამენტის სხდომას კი „ქართული ოცნების“ უხუცესი წევრი, აკადემიკოსი ივანე კიღურაძე უძღვება. პირველის სხდომის დღის წესრიგის თანახმად საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესახებ ინფორმაციას გააკეთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა, აირჩოეს პარლამენტის ხმის დამთვლელი და დროებითი სამანდატო კომისიები, რის შემდეგაც პარლამენტის წევრები დადებენ ფიცს.
XS
SM
MD
LG