Accessibility links

logo-print

რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში მსხვილმასშტაბიან ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს


რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ფედერალური საარმიო და უშიშროების სპეცდანიშნულების ნაწილების ერთობლივი კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ჩრდილოეთ კავკასიაში, კვირას 49 ექსტრემისტი და ბანდიტი გაანადგურეს. მათ შორის 9 პირს, კომიტეტი უკანონო გასამხედროებული და ექსტრემისტული დაჯგუფებების „ოდიოზურ“ ლიდერებს უწოდებს. ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ოპერაციები ყაბარდო-ბალყარეთსა და დაღესტანში ჩატარდა.
XS
SM
MD
LG