Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში დაკრძალეს გენერალი ჰასანი


კვირას ლიბანში დაკრძალეს ქვეყნის უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსანი გენერალი, რომელიც ტერორისტული თავდასხმის დროს მოკლეს 7 თანმხლებ პირთან ერთად. პარასკევს ბეირუთში მომხდარ თავდასხმაში ლიბანის უშიშროების სამსახურის დაზვერვის თავკაცი გენერალი ვისამ ალ ჰასანი დაიღუპა. გენერალი ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობაში სირიისა და ჰიზბოლას შესაძლო კავშირებს იძიებდა. ლიბანის ოპოზიცია გენერალ ჰასანის მკვლელობაში პასუხისმგებლობას ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიკატის აკისრებდა და მთავრობის გადადგომას ითხოვდა. თუმცა, მიკატი აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა მას სთხოვა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განაგრძოს მთავრობის გაძღოლა.
XS
SM
MD
LG