Accessibility links

logo-print

დაპატიმრებული ლეონიდ რაზვოზჟაევი მოსკოვშია ჩაყვანილი


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი, დეპუტატი ლევ პონომარიოვი აცხადებს, რომ მისი თანაშემწე ლეონიდ რაზვოზჟაევი კიევიდან მოსკოვში ჩაიყვანეს და ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ოფიციალური ინფორმაცია, რაზვოზჟაევის დაპატიმრებასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა, პონომარიოვის ადვოკატები ცდილობენ, რომ შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენელს, რომელსაც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი სერგეი უდალცოვთან და კონსტანტინ ლებედევთან ერთად რუსეთში მასობრივი არეულობების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილია. რუსეთის ოპოზიცია აცხადებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტებმა ლეონიდ რაზვოზჟაევი უკრაინის ტერიტორიაზე ამ ქვეყნის ხელისუფლების ნებართვით დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს.
XS
SM
MD
LG