Accessibility links

თეთრი სახლი უარყოფს ირანთან მოლაპარაკებებს


აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლები უარყოფენ ცნობებს, თითქოს ვაშინგტონი და თეირანი წინასწარ შეთანხმდნენ გამართონ მოლაპარკებები ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე. ამის შესახებ თეთრი სახლის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაზეთმა "ნიუ-იორკ ტაიმსმა" გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში ნათქვამი იყო, რომ ირანი იმ პირობით დათანხმდა მოლაპარაკებას, რომ იგი გაიმართება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც პრეზიდენტი ობამა პოსტის შენარჩუნებისათვის რესპუბლიკელთა კანდიდატ მიტ რომნის უპირისპირდება. აშშ-ი შიშობს, რომ თეირანი ფარულად ბირთვულ იარაღს ქმნის, ირანი კი აცხადებს, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათი აქვს.
XS
SM
MD
LG