Accessibility links

logo-print

კუვეიტში დაპირისპირება მოხდა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის


კუვეიტის პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და სხვა არალეტალური იარაღის გამოყენებით საპროტესტო აქცია დაშალა. დაშავდა აქციის ათეულობით მონაწილე. შსს-ს ცნობით, დაშავებულია 11 პოლიციელი. დააკავეს არაერთი ადამიანი. კვირას კუვეიტის დედაქალაქში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა სამთავრობო შენობებთან და გააპროტესტა საარჩევნო კანონში ცვლილებები. ოპოზიციის მხარდამჭერთა აზრით, ცვლილებების მიზანი პარლამენტში ოპოზიციონერების არდაშვებაა. მათივე აზრით, ცვლილებები ეწინააღმდეგება 2006 წლის კონსტიტუციას.
XS
SM
MD
LG