Accessibility links

logo-print

სამხრეთი კორეის პოლიციამ აღკვეთა აქტივისტების მიერ ჩრდილოეთ კორეაში პროპაგანდისტული მასალის გატანა


სამხრეთი კორეის პოლიციამ დღეს საშუალება არ მისცა აქტივისტებს ჩრდილოეთ კორეაში გაეტანათ პროპაგანდისტული ბეჭდური მასალა. გასულ კვირაში ფხენიანი დაიმუქრა, რომ ცეცხლს გახსნის სამხრეთი კორეის მიმართულებით, თუკი სამხრეთ კორეაში მცხოვრები ჩრდილოეთ კორეელები მოახერხებენ საჰაერო ბურთების გამოყენებით ორი ქვეყნის საზღვრისპირა ტერიტორიაზე პროპაგანდისტულ ფურცლებს გადმოყრიან. სეულმა განაცხადა, რომ მზად არის საპასუხო დარტყმის განხორციელებისთვის. სამხრეთი კორეის საზღვრისპირა ტერიტორიის მოსახლეობას ევაკუაცია ურჩიეს. ბოლო დღეებში სამხრეთი კორეის ჯარი გაძლიერებული საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმშია.
XS
SM
MD
LG